წყალტუბოს სოფელ მაღლაკში, სვანების უბანში, გზის მოწყობა მომავალ წელს დასრულდება.
წყალტუბოს მერიაში ამბობენ, რომ ამ დროისათვის საპროექტო დოკუმენტაციის შედგენა მიმდინარეობს. მათივე განმარტებით, გზის რეაბილიტაციაზე ნახევარ მილიონამდე დაიხარჯება, რაც საკანალიზაციო სისტემისა და სანიაღვრეების მოწყობასაც მოიცავს.
“მიმდინარეობს საპროექტო დოკუმენტაციის შედგენა. 30 ნოემრისათვის გზისა და სანიაღვრე არხის დოკუმენტაცია მზად იქნება, რაც გადაიგზავნება საინჟინრო მონიტორინგის ჯგუფში. ამის შემდეგ მოხდება ტენდერის გამოცხადება და სამშენებლო სამუშაოების დაწყება. ნახევარ მილიონამდე თანხა იქნება გამოყოფილი. კლიმატურ პირობებზე ვართ დამოკიდებული და სამუშაოები მომავალ წელს გადავა. რეაბილიტაცია სანიაღვრე არხებისა და გარე განათების მოწყობასაც მოიცავს,”-განაცხადა წყალტუბოს მერიის სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის სამსახურის ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსმა იონა ჯოჯუამ.
მერიაში განმარტეს, რომ მოეწყობა სათამაშო მოედანი, რაზეც 27 000 ლარია გათვალიაწინებული. რაც შეეხება ტრანსპორტის პრობლემის მოგვარებას,
საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, გზის მოწყობის მოთხოვნით მოსახლეობამ აქცია დღეს გამართა.