აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო
მავნებლის გავრცელების კერებში ლოკალურ ღონისძიებებს ატარებს.
8 ოქტომბერს, ქუთაისში შეიწამლება ავტოქარხნის, მუხრანის, კახიანაურის, საფიჩხიის, უქიმერიონის და ვაკისუბნის ტერიტორიული ერთეულები.
შეწამვლა დაიწყება 21-საათზე, 20 საათსა და 30 წუთზე კი მოსახლეობა გაფრთხილებული იქნება, რომ ტერიტორიის თერმული ნისლით დამუშავების პროცესში 15-20 წუთი დახურონ ფანჯრები და კარები.
ქარისა და წვიმის შემთხვევაში შეწამვლა არ მოხდება.