ხარაგაულში საბალეტო
სტუდია გაიხსნა.
“ხარაგაულის მერის, ნიკოლოზ თოფურიძის დაპირება დაბაში საბალეტო სტუდიის გახსნასთან დაკავშირებით რეალობად იქცა. ხარაგაულის ისტორიაში პირველად, მუნიციპალიტეტში მცხოვრები ბავშვები და მოზარდები პლასტიკურ ხელოვნებას დაეუფლებიან,”-აცხადებენ ხარაგაულის მერიაში.
საბალეტო სტუდიაში მეცადინეობები კვირაში 3 ჯერ 3 ასაკობრივ ჯგუფში ჩატარდება. ჯგუფები ასე გადანაწილდება – 4-იდან 6 წლამდე, 7-დან 12 წლამდე და 12 წლიდან ზემოთ ნებისმიერი მსურველთათვის.
საბალეტო ხელოვნებისა და სამეჯლისო ცეკვების გაკვეთილებს ხარაგაულის კულტურის ცენტრთან არსებულ საბალეტო სტუდიაში მოწვეული პედაგოგ-ქორეოგრაფი, ინგა თოფლიშვილი ჩაატარებს. მეცადინეობები 5 ოქტომბრიდან დაიწყება.
ფოტო: ინტერნეტ სივრცე