წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, ტრადიციად ქცეული
სახალხო დღესასწაული “შემოდგომის წყალტუბო 2019” გაიმართა. სახალხო ზეიმი წელს მეექვსედ და განსაკუთრებით მასშტაბურად ჩატარდა. ღონისძიებებს საქართველოს პრემიერ მინისტრის მრჩეველი სოზარ სუბარი, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე და მოადგილე ლევან კიკნაველიძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ.
ტრადიციულად გამოავლინეს წყალტუბოს საპატიო მოქალქეები. სხვებთან ერთად ეს ტიტული პრემიერ მინისტრის მრჩეველმა სოზარ სუბარმაც მიიღო.