28 სექტემბერს, ქუთაისში მოსული უხვი ნალექის შემდეგ, საგანგებო სიტუაციების
მართვის სამსახურში 290-მდე შეტყობინება შევიდა. გამოძახებების უმრავლესობა ქუჩების, შენობების პირველი სართულების და სარდაფების დატბორვას ეხებოდა.
წყალი შევიდა 3 სამედიცინო დაწესებულებაში: ქუთაისის ცენტრალური საავადმყოფო ,,ჯეო ჰოსპიტალი”, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ქირურგიული ცენტრი და დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი. უწყებაში ამბობენ, რომ ამოტუმბვის სამუშაოები უმოკლეს დროში განხორციელდა და საავადმყოფოს ფუნქციონირებას ხელი არ შეშლია.
ქუთაისში რამდენიმე ქუჩაზე სანიაღვრე სისტემამ ვერ გაატარა წყლის ნაკადი, რამაც გზების დატბორვა გამოიწვია.
შემთხვევების შედეგად არავინ დაშავებულა.