ქუთაისის მერიის ცხელ ხაზსს სტიქიის შედეგად დაზარალებულმა
60-მა მოქალაქემ მიმართა. შექმნილია საგანგებო შტაბი, რომელსაც ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია ხელმძღვანელობს. მერიაში აცხადებენ, რომ ყველა შესაბამისი სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობს.
“ჩვენ დღესვე ყველა ოჯახში მივალთ და ადგილზე გავერკვევით არსებულ სიტუაციაში, საბედნიეროდ სტიქიას უბედური შემთხვევა არ მოჰყოლია,”- განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.
უხვი ნალექი ქუთაისში რამდენიმე საათის წინ მოვიდა, რამაც ქალაქს სერიოზული პრობლემები შეუქმნა.