ზესტაფონში 3 სოფლის, სადგურ სვირი – ცხენთარო – აჯამეთის,
დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია იწყება. პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი 5 მილიონ 300 ათასი ლარად აფინანსებს.
საავტომობილო გზის მოწყობა არმირებული ბეტონის საფარით იგეგმება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული საგზაო – სამშენებლო კომპანია “ინდიკო” შეასრულებს. საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2020 წლის ოქტომბერში დასრულდება.
ფოტო: ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერია