შსს-მ ქურდობაში ბრალდებული პირი დააკავა. გამოძიებამ დაადგინა,
რომ ბრალდებულმა სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ოფეთში, ორი მოქალაქის საცხოვრებელ სახლში ფარულად შეაღწია, საიდანაც ორი ტელევიზორი და სხვადასხვა ნივთი მოიპარა. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ა.კ.-მ სამტრედიის რაიონის სოფელ ოფეთში მშენებარე ეკლესიის სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთი მოიპარა.
დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს, სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით.
ფოტო: ინტერნეტ სივრცე