ხარაგაულის მაღალამთიან სოფელ გედსამანიაში სკოლამდელი
მზაობის ჯგუფი გაიხსნა.
“გედსამანიაში საბავშვო ბაღი არასდროს ყოფილა. სოფელში მზარდი კონტიგენტის გამო, გაჩნდა მოთხოვნა და პირველ ეტაპზე, ალტერნატიული საბავშვო ბაღი – სასკოლო მზაობის ჯგუფი გაიხსნა, რომელსაც საჯარო სკოლის შენობაში ერთი ოთახი დაეთმო. სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების მიერ მოხდა ოთახის გარემონტება და საჭირო ინვენტარის შეტანა,”-აცხადებენ ხარაგაულის მერიაში.
დღეის მდგომარეობით ჯგუფში 12 აღსაზრდელი ჩაირიცხა.
ბავშვები ალტერნატიულ ბაღში დილის 09:00 საათიდან 13:00 საათამდე დარჩებიან და სასკოლო პროგრამისთვის მოემზადებიან.
ფოტო: ხარაგაულის მერია