საქართველოს მოსახლეობის 54-% სესხით სარგებლობს.
კვლევის შედეგებს ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) აქვეყნებს.
კითხვაზე, გაქვთ თუ არა ამჟამად სესხი (სამომხმარებლო, იპოთეკური, განვადება, საკრედიტო ბარათი) ბანკში ან სხვა ფინანსურ დაწესებულებაში, მოსახლეობის 54 % დადებითად, ხოლო 45 % უარყოფითად პასუხობს.
რაც შეეხება კითხვას, ახერხებენ თუ არა მოქალაქეები სესხის დროულად დაფარვას, გამოკითხული მოსახლეობის 71 % თვლის, რომ სესხის შეტანას დროულად ახერხებს, 24 პროცენტი ამბობს, რომ ზოგჯერ დროულად ვერ ფარავს, ხოლო 5 % აცხადებს, რომ სესხს დროულად ვერასდროს ფარავს.
NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 2019 წლის ივლისში ჩატარდა.
ფოტო: ინტერნეტ სივრცე