ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პრეზენტაცია ქუთაისში დღეს გაიმართება.
თბილისში, 18 სექტემბერს გამართული პრეზენტაციის შემდეგ, ფონდ “ქართუს” ხელმძღვანელები ქუთაისში ჩამოვლენ. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ ბატიაშვილი, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი და საქართველოში ვიზიტით მყოფი გერმანელი მეცნიერები ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამშენებლო პროცესის მიმდინარეობას გაეცნობიან.
ფონდმა ,,ქართუმ” და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ახალი საგანმანათლებლო სივრცის პრეზენტაცია გუშინ თბილისში გამართა. პრეზენტაციის ფარგლებში, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და “იულიხის” საერთაშორისო კვლევით ცენტრთან ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს. ასევე, გაიმართა პანელური დისკუსია.
ფოტო: ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი