“მომხმარებელიც უნდა დაგვეხმაროს”, -ამის შესახებ “სოკარის” იმერეთის
რეგიონალური ოფისის წარმომადგენელმა, ალექსანდრე გაბრიჭიძემ განაცხადა. გაბრიჭიძე განმარტავს, რომ აბონენტებმა თავიანთი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად კომპანიას შემოწმებისათვის თავადაც უნდა მიმართონ.
“მომხმარებელმა თუ დააყენა ხელსაწყო, მივიდეს და იკითხოს, რამდენად სწორად არის დამონტაჟებული მისი ხელსაწყო, რომ გამართული და უსაფრთხო იყოს მისთვის. ეს სრულიად უსასყიდლოა. ვალდებულება ხელშეკრულებითაც კია დადებული “სოკარსა” და მომხმარებელს შორის. სამწუხაროდ, ეს ან არ იციან, ან არ ახორციელებენ. იქედან გამომდინარე, რომ ვიღაცამ ისარგებლა ნორმების დარღვევით დამონტაჟებული გამაცხელებელით და არაფერი მოხდა. აქ უნდა იყოს დახმარება მომხმარებლისგან. შემოწმება თანხაში არ არის გაწერილი, გაწერილია დროში. თუ მიდგომა არ შეიცვალა, მხოლოდ “სოკარი” პრობლემას ვერ მოაგვარებს,”-განაცხადა ალექსანდრე გაბრიჭიძემ.
იმერეთის მასშტაბით “სოკარს” 150 000 აბონენტი ჰყავს.
ფოტო: ინტერნეტ სივრცე