ზესტაფონში მომხდარი უბედური შემთხვევის მიზეზად თვითნებურად დამონტაჟებული
წყლის გამაცხელებელი სახელდება. როგორც “სოკარის” იმერეთის რეგიონალური ოფისის წარმომადგენელმა, ალექსანდრე გაბრიჭიძემ განაცხადა, აღნიშნული ბინა თვეების განმავლობაში გაქირავებული იყო და ადგილზე გეგმიური თუ არაგეგმიური შემოწმების ჩატარება ვერ მოხერხდა.
“ბინაში მომხმარებელი მდგმურის სტატუსით იყო შესული. სახლს თვეების განმავლობაში სხვადასხვა მდგმური ფლობდა. მომხმარებელს სახლში ჰქონდა ტექნიკური ნორმების დარღვევით დამონტაჟებული წყლის გამათბობელი. ვფიქრობთ, რომ წყლის სისტემაც მოუწესრიგებელი იყო. შესაძლოა, ეს ინტოქსიკაცია ტექნიკური ნორმების დარღვევით დამონტაჟებული წყლის გამაცხელებლის გამო მოხდა. ამ დროისათვის ექსპერტიზის პასუხს ველოდებით,”-განაცხადა გაბრიჭიძემ.
16 სექტემბერს, ზესტაფონში, ბიბილაშვილის ქუჩაზე, ბუნებრივი აირის ნამწვის დაგროვების შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი შვილი გარდაიცვალა.
ფოტო: “ძველი ქალაქი”