ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ტალინიდან

 

პირველი პირდაპირი რეისი შესრულდა. აქამდე ესტონეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა არ ხორციელდებოდა.

“ტრადიციულად პირველი რეისის, როგორც ჩამომფრენ, ისე გამფრენ მგზავრებს დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში სიმბოლური საჩუქრები – ქართული ღვინო და შოკოლადები დაურიგდათ,”-ნათქვამია აეროპორტის განცხადებაში.

ქუთაისის აეროპორტიდან ფრენებს უნგრული დაბალბიუჯეტიანი კომპანია “ვიზეარი” ახორციელებს. იგეგმება ახალი ასევე დაბალბიუჯეტიანი კომპანიის “რაინეარის” შემოსვლა.

ფოტო:ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *