დაბალბიუჯეტიანი ირლანდიური ავიაკომპანია Ryanair ქუთაისის
აეროპორტიდან ავიარეისებს მარსელისა და ბოლონიის მიმართულებით შეასრულებს. რეისები კვირაში 2-2 სიხშირით განხორციელდება. პირდაპირი ავიარეისები ევროპის მიმართულებით 2019 წლის 6 ნოემბრიდან დაიწყება.
ქუთაისის აეროპორტიდან ფრენებს კიდევ ერთი დაბალბიუჯეტიანი კომპანია “ვიზეარი” ასრულებს. კომპანია “ვიზეარი” ქუთაისის აეროპორტიდან კიდევ ორ მიმართულებას აანონსებს. რეისები ქუთაისი-ბოლონია 2019 წლის ნოემბრიდან, ხოლო ქუთაისი – კიოლნი 2020 წლის ივლისიდან შესრულდება.
ფოტო:ინტერნეტიდან