საავტომობილო გზების დეპარტამენტი ქუთაისში
კიდევ 5 ქუჩის რეაბილიტაციას დაიწყებს. გზის საფარის მოწყობა იგეგმება აღმაშენებლის, წერეთლის, თავისუფლების, საიათნოვას, ნიკეასა და სულხან-საბას ქუჩებზე. პროექტის სავარაუდო ჯამური ღირებულება 18 მილიონი ლარია.
ამ დროისათვის კი 5 ქუჩა ეწყობა. სამუშაოები ჯავახიშვილის, შარტავას, ბუხაიძის, ნინოშვილისა და გუგუნავას ქუჩებზე მიმდინარეობს.
პროექტის ჯამური ღირებულება 9 474 400 ლარია. რეაბილიტაცია მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება.