ზესტაფონში შშმ პირებისთვის ეტლების მწარმოებელი
საამქრო მოეწყობა. მისი გახსნა ფეროშენადნობთა ქარხნის ტერიტორიაზე იგეგმება.
საწარმო დასავლეთ საქართველოში მცხოვრებ შშმ პირებს მოემსახურება.
ზესტაფონის მერიის ინფორმაციით, ეტლები მორგებული იქნება ყველა საჭიროების მქონე პირზე.
საწარმოში შშმ პირების დასაქმებაც არის გათვალისწინებული.
საწარმოს მშენებლობისთვის ფართი “ჯორჯიან მანგანეზმა” უსასყიდლოდ გამოუყო.