საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქუთაისში,
გუგუნავას 2-კმ-იანი ქუჩის რეაბილიტაციის ფარგლებში, ამ დროისთვის, ბორდიურების, ტროტუარებისა და გზის საფუძვლის მომზადების სამუშაოები ხორციელდება.
“სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს, შეფერხება მხოლოდ უამინდობის პირობებში ხდება,”-აცხადებენ დეპარტამენტში.
პროექტის შესაბამისად, დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი, რეაბილიტირდება ხელოვნური ნაგებობები, მოეწყობა წყალგამტარი მილები, ბორდიურები, ტროტუარები და საგზაო ნიშნები.
სარეაბილიტაციო სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 3 138 874 ლარია.
სამუშაოები მიმდინარე წლის ივნისში დაიწყო და სექტემბერში დასრულდება.
“თავისუფალი საქართველოს” წევრმა გოგი წუალაიამ ქუთაისში, გუგუნავას ქუჩაზე გაჭიანურებული სარეაბილიტაციო სამუშაოები გააპროტესტა.