ზესტაფონის ბაზრიდან მობილური ტელეფონები და ძვირფასეულობა მოიპარეს.
როგორც ბაზრობაზე დასაქმებულები ამბობენ, ძარცვის ფაქტი გუშინ დილით დააფიქსირეს.
არსებული ინფორმაციით, გახსნილია მობილური ტელეფონების 4 სტენდი, საიდანაც 12 000 ლარამდე ღირებულების საქონელია წაღებული. ასევე, ბაზრიდან გატანილია დაახლოებით 2 000 ლარის ღირებულების ვერცხლის ნაკეთობები.
როგორც შსს-ში აცხადებენ, საქმეზე გამოძიება 177-ე ქურდობის მუხლით მიმდინარეობს.
ფოტო: ინტერნეტ სივრცე