24 ივლისიდან ვიზიტორებისთვის ნავენახევის მღვიმე
დროებით დაიკეტება. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს. შეფერხების მიზეზად გადაუდებელი ტექნიკური და კვლევითი სამუშაოები სახელდება.
შეგახსენებთ, ყველაზე პოპულარულ დაცულ ტერიტორიებზე სამუშაო საათები გახანგრძლივდა. ვიზიტორებს პრომეთეს მღვიმის მონახულება 10:00-დან 19:00 საათამდე შეეძლებათ. 10:00-დან 19:00 საათამდე იქნება შესაძლებელი სათაფლიის, მარტვილისა და ოკაცეს ჩანჩქერის სტუმრობა. რაც შეეხება ოკაცეს კანიონს, ის 18:30 საათზე დაიკეტება. შეცვლილი განრიგით ვიზიტორებს ტერიტორიებზე ვიზიტი ზაფხულის ტურისტულ სეზონზე, სექტემბრამდე შეეძლებათ.