“სპეციალურ სერვისებს” ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. ქალაქის მერმა
გიორგი ჭიღვარიამ, კონსტანტინე ჯავახაძე კომპანიის თანამშრომლებს გუშინ ოფიციალურად წარუდგინა.
აქამდე ჯავახაძე კერძო თუ საჯარო სექტორში წამყვან პოზიციებზე მუშაობდა. პროფესიით ეკონომისტმა კონსტანტინე ჯავახაძემ სამსახურებრივი კარიერა 2001 წლიდან ქ.ქუთაისის მერიის აპარატის საგარეო ურთიერთობების განყოფილების მთავარ სპეციალისტად დაიწყო.