ქუთაისში მდებარე სამკერვალო საწარმო “ქუთექსში” დასაქმებულების ბრალდებებს

კომპანიის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი გოგოლაშვილმა უპასუხა.

“როდესაც საქმე არ არის, ფაბრიკაში ყოფნას აზრი არ აქვს, ამიტომ თანამშრომლები ისვენებ ანაზღაურების გარეშე. აქციის მონაწილეებს ვესაუბრე, საქმე იმაშია, რომ აქედან წავიდა პროდუქცია, რომელიც თურქეთში “დაიბრაკა”. ამის გამო თანხის გადმორიცხვა დაგვიანდა “ვაიკიკიდან” ჩვენს კომპანიაში. შესაბამისად, მეპატრონეებმაც გვიან დარიცხეს თანხა. ხელფასი 10 რიცხვში უნდა გაცემულიყო და უბრალოდ დაგვიანდა, ველოდებით კვირის ბოლოს ხელფასებს. რაც შეეხება შეურაცხყოფას, ამ ბრალდებებს არ ვეთანხმები. პროდუქცია მოტანილი გვაქვს, შევთანხმდით მომწოდებლებთან და დღეს თანამშრომლებმა უარი განაცხადეს მუშაობაზე. პირველი წლის საშვებულებო ყველას აღებული აქვს, ხოლო მეორე წლის საშვებულებოს გადახდა დაგვიანდა,”-განაცხადა გიორგი გოგოლაშვილმა.

საწარმოში სულ 120 ადამიანი მუშაობს.

დაგვიანებული ხელფასები და მძიმე სამუშაო პირობები- “ქუთექსის” თანამშრომლების პროტესტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *