ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია, ვიცე-მერი დავით ერემეიშვილი და ა(ა)იპ ქუთაისის
სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების მმართველი კობა ფხაკაძე, სპორტის სხვადასხვა სახეობაში 2019 წლის მსოფლიოსა და ევროპის პრიზიორ სპორტსმენებსა და მათ მწვრთნელებს შეხვდნენ. მერმა, ვიცე-მერმა და ა(ა)იპის მმართველმა მათ მიღწეული წარმატებისთვის მადლობა გადაუხადეს და სიგელები გადასცეს. შეხვედრაზე განიხილეს გეგმები, რომელთა განხორციელებაც სპორტის სფეროში მომავალი წლიდან იგეგმა. საუბარი ასევე შეეხო სპორტული სკოლების რეაბილიტაციის საკითხს, რომელიც 2020 წელს დაიწყება.
“შევხვდით წარმატებულ სპორტსმენებს. ჩვენს ქალაქს ისინი ასახელებენ, რისთვისაც მათ მადლობა გადავუხადეთ. ვისაუბრეთ არსებულ პრობლემებზე და იმ გეგმებზე თუ რას ვაპირებთ 2020 წელს. რეაბილიტაცია ჩაუტარედება სპოტული სკოლის ყველა დარბაზს, რათა უკეთეს პირობებში შეძლონ ვარჯიში და მიაღწიონ მეტ წარმატებას”-განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.