ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალის “ლეგენდების ქვეყანა”
ფარგლებში, ღონისძიებები ჩატარდება მარტვილის, ხონის, აბაშის და ფოთის მუნიციპალიტეტებში.
ფესტივალში მონაწილეობენ საქართველოს, ტაილანდის, სლოვაკეთის, ბულგარეთის, უკრაინისა და ბელორუსიის ფოლკლორული ანსამბლები და ჯგუფები.
ფესტივალი 22-25 ივლისს ჩატარდება.
პროგრამა ასე გამოყურება:
22 ივლისი, 16:00 საათი – მარტვილი, ფესტივალის საზეიმო გახსნა;
19:00 საათი, ხონი- საფესტივალო პროგრამა ადგილობრივ ანსამბლებთან ერთად;
23 ივლისი, 18:00 საათი – აბაშა, ფესტივალის მეორე დღე;
24 ივლისი, 18:00 საათი – ფოთი, ფესტივალის მესამე დღე;
25 ივლისი, 20:00 საათი – მარტვილი, ფესტივალის საზეიმო დახურვა.