ტყიბულში, გელათის სამონასტრო კომპლექსთან
მისასვლელი ძველი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში განსაზღვრულია ისტორიული გზის (ე.წ. ,,დავითის გზა”) კეთილმოწყობა. გზის რეაბილიტაციის პარალელურად, დაგეგმილი გარე განათებების მოწყობა, ფანჩატურებისა და ძელ-სკამების განთავსება.
,,დავითის გზის” რეაბილიტაცია რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით მიმდინარეობს, რომლის საერთო ღირებულება 1 113 662 ლარს შეადგენს. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შ.პ.ს. “გზამშენი XXI” ახორციელებს.