ქუთაისში, ტაბიძის ქუჩის რეაბილიტაციისთვის
გამოცხადებული ტენდერი ხვალ დასრულდება და სამუშაოები განახლდება.
“ქუთაისში, გ. ტაბიძის ქუჩაზე სამშენებლო სამუშაოების შეჩერების გამო, შპს “ჯეო სერვისთან” შეწყდა ხელშეკრულება და კომპანიის მიმართ შესაბამისი სანქციები გატარდა. სამუშაოების გაგრძელებასთან დაკავშირებით გამოცხადდა ახალი ტენდერი, რომელიც ხვალ, 12 ივლისს დასრულდება და ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, ქუჩის რეაბილიტაცია უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდება,”-აცხადებენ მერიაში.