სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, 2019 წლის პირველის
ექვსი თვის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტები ჯამში 2 489 823 მგზავრს მოემსახურა.
2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მგზავრთნაკადი 18.24%-ით (384 131 მგზავრით), ხოლო 2017 წლის პირველ და მეორე კვარტალთან შედარებით 54.59%-ით (879 187 მგზავრით) არის გაზრდილი.
2019 წლის პირველი ექვსი თვის მონაცემებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 55.40%-ით გაიზარდა. სულ გადაყვანილ იქნა 364 834 მგზავრი. 130 060 მგზავრით მეტი, ვიდრე 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში.