“SOS რუსულია – არა რუსულ პროდუქციას” – ამ მოწოდებით კამპანია დაიწყო.
კამპანია სოციალური ქსელის მეშვეობით დაიწყო და ოგანიზატორები საქართველოს მოქალაქეებს მიმართავენ მოწოდებით, რომ უარი თქვან რუსულ პროდუქციაზე.
“ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ჩვენ ვალდებულები ვართ უარი ვთქვათ რუსულ პროდუქციაზე. შემოგვიერთდით და თქვენც თქვით უარი ნებისმიერი სახის რუსულ პროდუქციაზე” – ამბობენ კამპანიის ორგანიზატორები.
კამპანია რუსეთის დუმის დეპუტატის სერგეი გავრილოვის ირგვლივ განვიტარებული მოვლენების გამო დაიწყო.
შეგახსენებთ, რომ მართლმადიდებელი საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ფარგლებში რუსი დეპუტატები საქართველოს პარლამენტში იმყოფებოდნენ. ასამბლეის წევრი, სერგეი გავრილოვი პარლამენტში, ირაკლი კობახიძის სავარძელში ჩაჯდა.
ასამბლეის სესიამ სხდომის გაგრძელება შესვენების გამოცხადების შემდეგ ვეღარ შეძლო. პარლამენტის ოპოზიციონერმა წევრებმა რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის მიერ ასამბელის გახსნა გააპროტესტეს, პარლამენტის სპიკერატი შესვენების დროს დაიკავეს და განაცხადეს, რომ გავრილოვისა და რუსი დეპუტატების პარლამენტის სასესიო დარბაზში ყოფნას არ დაუშვებდნენ.