ქუთაისში საქართველოს პარლამენტთან მომხდარი მოვლენები გააპროტესტეს.
აქციის მონაწილეებმა გიორგი გახარიას გადადგომა მოითხოვეს.
“ჩვენ ვიკრიბებით იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ ვთქვათ, რომ ამ ქვეყნის მთავარი მტერი არის რუსეთი. რუსული ოკუპაცია საქართველოსა და მის ინსტიტუციებს ხელს უშლის განვითარებაში. ვითხოვთ, გიორგი გახარიას გადადგომას, რადგან მან უსამართლო ფორმით იმოქმედა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ,”-განაცხადა აქციის ორგანიზატორმა, აკაკი საღინაძემ.
“ჩვენ ყოველ დღე დავუპირისპირდებით რუსულ ოკუპაციას. იმ პირობებში, რომ რუსეთს 20% ჩვენი ვეყნის ოკუპირებული აქვს, ვერ შევეგუებით რუსი დეპუტატის ჩვენს პარლამენტში გამოსვლას. ხელისუფლებამ აიღოს პასუხისმგებლობა მის ქმედებებზე,”-განაცხადა აქციის ორგანიზატორმა, გიზო ბანძელაძემ.