ობჩისა და როდინაულის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია იგეგმება.

ბაღდათისა და ზესტაფონის სოფლების დამაკავშირებელი გზების რეაბილიტაციისათვის მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 2 მილიონ 770 ათას 256 ლარია.

პროექტი ითვალისწინებს ობჩა-როდინაულის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციას სიგრძით 5 270 მ. არმირებული ცემენტბეტონით საფარის მოწყობას, სავალი ნაწილის სიგანე 4,5 მ. ეზოში შესასვლელების, მიერთებების, წყალამრიდი მილების და ბეტონის კიუვეტების მოწყობას.

სატენდერო წინადადებების მიღება 20 ივნისს იწყება და 24 ივნისს მთავრდება.

ფოტო:არქივი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *