ზესტაფონისა და ბაღდათის სოფლების დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია დაიწყება.
მუნიციპალური განვითარების ფონდმა ცხენთარო-აჯამეთი-ვარციხის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციისათვის ტენდერი გამოაცხადა. სამუშაოებისათვის 4 მილიონ 863 ათას 47 ლარია გამოყოფილი.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით , პროექტი ითვალისწინებს ცხენთარო-აჯამეთი-ვარციხის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციას სიგრძით 9 720 მ. არმირებული ცემენტბეტონით საფარის მოწყობას, სავალი ნაწილის სიგანე 6 მ. ეზოში შესასვლელების, მიერთებების, წყალამრიდი მილების და ბეტონის კიუვეტების მოწყობას.
სატენდერო წინადადებების მიღება 20 ივნისს დაიწყება და 24 ივნისს დასრულდება.
ფოტო: არქივი (მუნიციპალური განვითარების ფონდი)