ქუთაისში, მესამე საჯარო სკოლაში ხანძრის გაჩენის ფაქტზე
გამოძიება დაიწყო. გამოძიება საქართველოს სსკ-ს 188-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
სკოლის სასხვენო გადახურვაზე, დაახლოებით 20 კვ/მ-ის ფართობზე გაჩენილი იყო ხანძარი. სკოლაში სასწავლო პროცესი უკვე დასრულებულია. შენობაში მოსწავლეები არ იმყოფებოდნენ.
მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე 7 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.