ხარაგაულში სტიქია მესამედ განმეორდა.
17 ივნისს ძლიერი წვიმის შედეგად, ბორითის ადმინისტრაციულ ერთეულში დაზარალებულია სოფლები და დაზიანებულია ინფრასტრუქტურა.
შესაბამისი კომისია დილიდან ითვლის ზარალს.
ბოლო 10 დღის განმავლობაში ხარაგაული სტიქიას ებრძვის, რის შედეგადაც მუნიციპალიტეტს 4 მილიონ ლარამდე ზარალი უკვე მიადგა.