ძლიერი წვიმისა და სეტყვის მიერ მიყენებულ ზარალს ამ დრომდე ითვლიან
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში. სტიქიამ სოფელ როდინაულში ნათესი კულტურა და ვაზი განადგურდა. 13 ივნისს მოსულმა ძლიერმა წვიმამ გზები და სანიაღვრე სისტემებიც დააზიანა.
“ამ დროისათვის დაზარალებული ოჯახებისა და მიყენებული ზარალის რაოდენობის თქმა რთულია. დაზარალებული ოჯახები ამ დრომდე მოდიან და ზუსტდება მონაცემები. შესაბამისი კომისია ამ დრომდე ითვლის ზარალის რაოდენობასაც,”-აცახდებენ ზესტაფონის მერიაში.
მერიის სამსახურების წარმომადგენლებისაგან შექმნილია სპეციალური კომისია. ზარალის რაოდენობის შესახებ კი ინფორმაცია ცენტრალურ ხელისუფლებას გაეგზავნება.