ხარაგაულში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
დილიდან ანეულაში ზვარე-მოლითი-წიფას დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის აღდგენითი სამუშაოები განახლდა.
ქვა-ღორღისგან და შლამისგან უკვე გაიწმინდა სარგვეშის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელ საბეს ცენტრალური და საუბნო გზები.
ხარაგაულში 7 და 12 ივნისს მოსული ძლიერი წვიმის შედეგად, რამდენიმე სოფელს სერიოზული ზიანი მიადგა.
სტიქიის შედეგად მიყენებულმა ზარალმა საერთო ჯამში 4 მილიონ ლარს გადააჭარბა.