ამ დროისათვის არსებული მონაცემებით, ხარაგაულში სტიქიისაგან
მიყენებულმა ზარალმა 2 მილიონ ლარს გადააჭარბა. ინფორმაციას ხარაგაულის მერია ავრცელებს.
სტიქიიდან მეოთხე დღეს სოფელ მარელისსა და ლეღვანში მეწყერებისგან და შლამისგან გაწმენდილია ცენტრალური და საუბნო გზები, მოწყობილია დროებითი ხიდები.
რაც შეეხება სასმელი წყლის შეზღუდვას, მერიაში ირწმუნებიან, რომ კვირის ბოლოდან მისი მიწოდება მოსახლეობას დროებითი გრაფიკით აღუდგება.
შეგახსენებთ, რომ 7 ივნისს, გვიან ღამით მოსულმა უხვმა ნალექმა დააზარალა ხარაგაულის სოფლები მარელისი, ლეღვანი და დიდვაკე. წაღებულია გზები და ჩანგრეულია ხიდები. დატბორილია საცხოვრებელი სახლები.
ფოტო: ხარაგაულის მერია