ევროპის დღე წყალტუბოში ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰერცელმა ევროპის
დღეები წყალტუბოში ოფიციალურად გახსნა. გახსნის დროს სიტყვით გამოვიდნენ: წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი, გრიგოლ იოსელიანი, წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატი, ცოტნე ზურაბიანი, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, პაატა ახალაძე. ასევე, იმერეთის გუბერნატორის მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი.
საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ იმერეთის ბიუროს წარმომადგენელმა მარიკა ვაჭარაძემ ევროკავშირის ელჩთან ეთად “ევროპის დღეები 2019”-ის ფარგლებში გამოცხადებული ესეების კონკურსის გამარჯვებულები დაასახელა.
იმერეთის რეგიონში 10 გამარჯვებული გამოვლინდა. აქედან სამი საპრიზო ადგილი ტყიბულის და ბაღდათის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გაინაწილეს. გამარჯვებულებს სიგელები და ფასიანი სა\ჩუქრები გადეცათ.
აქვე მოწყობილი იყო ევრო-სოფელი, სხვადასხვა შემეცნებითი და გასართობი კუთხეები. დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ქონდათ უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობების იმიტირებულ პროცესში ჩართულიყვნენ.
ბავშვებისთვის დამატებით იყო მოწყობილი გასართობი სივრცე. ხოლო ახალგაზრდებს შესაძლებლიბა ქონდათ ჩართულიყვნენ სპორტულ აქტივობებში.