ა(ა)იპ “სპეციალური სერვისების” თანამშრომლებმა ქუთაისში ბაგრატის ტაძრის ეზოსა
და მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავება დაიწყეს. პირველ ეტაპზე ბალახი ითიბება, შემდეგ კი მისი დალაგება დაიწყება. გარდა ბალახის საფარის მოწესრიგებისა, ტერიტორიაზე მღრღნელების საწინააღმდეგო სპეციალური ხსნარით დამუშავება იგეგმება.
“სპეციალურმა სერვისებმა დაიწყო ბაგრატის ტაძრის ეზოსა და მისი მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავების სამუშაოები. პირველ ეტაპზე მწვანე საფარის მოცელვა ხდება, მეორე ეტაპზე ჩვენი მეეზოვეები ტერიტორიას დაალაგებენ. ასევე ტერიტორია შეიწამლება მღრღნელების საწინააღმდეგო ხსნარით. სამუშაოების არეალი გაფართოვდა და არა მხოლოდ ეზოს, მის პერიმეტრსაც ვამუშავებთ. საჭიროების შემთხვევაში, ჩვენი სამსახური გაგრძელებს ინტენსიურ რეჟიმში მსგავსი ტიპის სამუშაოების განხორციელებას”.- განაცხადა ა(ა)იპ “სპეციალური სერვისების” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა გიორგი მჟავანაძემ.