დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია SKY UP AIRLINES-მა ხარკოვიდან
ქუთაისის აეროპორტში პირველი ავიარეისი დღეს შეასრულა.
კომპანია პირდაპირ რეგულარულ რეისებს ქუთაისიდან ოდესისა და ხარკოვის მიმართულებით კვირაში ორჯერ განახორციელებს.
SKY UP AIRLINES უკრაინული დაბალბიუჯეტიანი კომპანიაა.
ქუთაისის აეროპორტში ფრენებს ასევე დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია “ვიზეარი” ასრულებს.