2 ივნისს ვანის მუნიციპალიტეტი “ვანელობა 2019”-ს იზეიმებს.
ღონისძიებები 13:00 საათიდან დაიწყება. ვანის მერია მოწვეულ სტუმრებს უმასპინძლებს, მოეწყობა ქუჩის აქტივობები, ასფალტზე ხატვა, ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა, ქართული ჭიდაობისა და მაგიდის ჩოგბურთის ტურნირები.
14:00 საათიდან გაგა ტყემალაძის სახელობის სკვერში, ჭადრაკისა და ნარდის სამოყვარულო ტურნირები ჩატარდება, კულტურის ცენტრში კი მოეწყობა საპატიო ვანელების დაჯილდოების ცერემონიალი.
15:00 საათიდან მოეწყობა პერფორმანსი არგონავტების შემოსვლა მდინარე რიონზე.
15:30 საათზე დაიწყება ფოტოგამოფენა, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების ტრადიციული კუთხეების წარმოჩენა და სხვა.
18:00 საათზე მუნიციპალიტეტის ცენტრში, ღია ცის ქვეშ ჯგუფ “არგოს” კონცერტი ჩატარდება.
19:00 საათზე მსმენელების წინაშე ლინდა ადამია და ჯგუფი 1/4 გამოვა.
“ვანელობის” აღნიშვნა 20:30 საათზე dj zapa-ს კონცერტითა და 21:30 საათზე ფოიერვერკით დასრულდება.