ქუთაისში ოლიმპიური სტანდარტების აუზის მშენებლობის პროექტირებაზე

ტენდერი კვლავ გამოცხადდება. აუზი პარლამენტის შენობის უკან მდებარე 40 000 მ2 ტერიტორიაზე, 12 000 მ2-ზე უნდა აშენდეს. მშენებლობა ძირითადი აუზის გარდა, სათადარიგო აუზის, საერთაშორისო მსაჯების მოსასვენებელი ოთახისა და სათანადო ინფრასტრუქტურის მოწყობას მოიცავს.  

“ტენდერი გამოცხადებული იყო პროექტირების შესყიდვაზე. სავარაუდოდ, გამოცდილების ნაწილში იყო რაღაც გაურკვეველი ან მიუღებელი, რომ ტენდერი ერთხელ არ შედგა. ვიმედოვნებ, რომ ტენდერში რაღაცები უფრო დაკონკრეტდა და გვეყოლება გამარჯვებული პრეტენდენტი. მივიღებთ პროექტს და გავიგებთ, რა ღირებულების იქნება აუზი,”-განაცხადა ქუთაისის მერიის არქიტექტურის ააიპის ხელმძღვანელმა, რუსუდან ჩინძალაძემ.

ტენდერი საერთაშორისოა და მას მუნიციპალური განვითარების ფონდი აცხადებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *