აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეროვნული სამეცნიერო კონფერენცია
მიმდინარეობს. მას ორგანიზებას უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის ისტორიის მიმართულება უწევს. კონფერენცია ერთი საუკუნის წინანდელ ქუთაისს ეძღვნება.
“საინტერესოა იმ პარალელების გავლება, თუ როგორია დღევანდელი ქუთაისი და რა იყო ერთი საუკუნის წინ. წარსულის ცოდნა თითოეული ჩვენგანისათვის აუცილებელია, თუნდაც იმის გააზრება, რა შეცდომები დავუშვით წარსულში,”-განაცახდა რექტორის მოადგილემ, შალვა კირთაძემ.
გამოიფინა წინა საუკუნის ქუთაისის ისტორიული შენობების ამსახველი ფოტო მასალა.
კონფერენციაზე სხვადასხვა მომხსენებლები გამოვიდნენ. მათ შორის ისტორიკოსმა სულხან კუპრაშვილმა მოხსენება წაიკითხა თემაზე, საქართველოს საერთაშორისო ურთიერთობები მე-10-მე-11 საუკუნეების მიჯნაზე. მასში განხილული იყო იმ დროინდელი კავკასიისა და წინა აზიის რეგიონის პოლიტიკური სიტუაცია.