“ღამე მუზეუმში” აღნიშვნას იმერეთის მუნიციპალიტეტებიც უერთდება.

მუზეუმების კარი დამთვალიერებლებისათვის ღია 18 მაისის, 01:00 საათამდე იქნება. ღონისძიებების ჩამონათვალი:

გალაკტიონ და ტიციან ტაბიძეების სახლ-მუზეუმი

21:00-00:00- ღია კარის დღე მუზეუმში, ექსკურსიები ყოველ საათში;

10:00-18:00 – “მაისი ყვავილების დედოფალი” – ყვავილების გამოფენა-გაყიდვა დღის განმავლობაში; 

18:00 – მოხსენება თემაზე – “მუზეუმის როლი განათლებისა და კულტურის პოტენციალის ამაღლებასა და განვითარებაში”; 

19:00 – კონკურსი თემაზე “მუზეუმი – ჩემი ემოცია”, კონკურსში გამარჯვებულების დაჯილდოება;

20:00 – შემოქმედებითი ჯგუფის “პარნასი”, წარმოდგენა; 

21:00 – ეროვნული სამოსის ჩვენება; 

23:00 – ფოლკლორული და ქორეოგრაფიული კონცერტი.


ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმი

10:00- 01:00-ღია კარის დღე მუზეუმში, სამუზეუმო კვირეულის ფარგლებში გამართული სხვადასხვა კონკურსის მონაწილეთა დაჯილდოება.


აკაკი წერეთლის სახელმწიფო მუზეუმი

19:00 – ფოლკლორულ ანსამბლ “ჩანამღერისა” და საჩხერის კულტურის ცენტრთან არსებული მამია ხატელიშვილის სამუსიკო სტუდიის კონცერტი; 

21:00 – ფილმების “აკაკის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში” და “აკაკის აკვანის” ჩვენება.


ხარაგაულის ისტორიული მუზეუმი

14:00 – ეროვნულ სამოსში გამოწყობილი მუზეუმის თანამშრომლების მსვლელობა ხარაგაულის ქუჩებში, ფოლკლორული ანსამბლებისა და ქორეოგრაფიული ჯგუფების ჩართულობით;

15:00 – ეროვნულ სამოსში გამოწყობილი უფროსკლასელები მუზეუმში გიდობას გაუწევენ სკოლის მოსწავლეებს პროექტის “მოხალისე გიდების” ფარგლებში;

17:00 – ფოლკლორული და ელექტრონული მუსიკის კონცერტი ღია ცის ქვეშ #მოდიღამემუზეუმში;

12 20:00 – გამოფენის “ოქროდ ქცეული სიბრძნე” გახსნა – ერმილე მაღრაძის ნამუშევრების ფოტოგამოფენა;

21:00 – სამუზეუმო საქმიანობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის სიგელები გადაეცემათ “მუზეუმის მეგობრებს”.

ჭიათურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი

20:00 – ღონისძიება “ფესვებიდან მომავლისკენ” 21:00 – გამოფენა “ძველი და ახალი ჭიათურა”.

ტყიბულის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი

17:00 – 01:00-კონკურსი სკოლის მოსწავლეთათვის მუზეუმების შესახებ;

ტყიბულის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ისტორიის ამსახველი ფოტოგამოფენა;

მუზეუმის პირველი დირექტორის, ზ. წიტაიშვილისადმი მიძღვნილი ლექცია და ფოტოგამოფენა;

განახლებული ექსპოზიცია;

სკოლის მოსწავლეთა ფერწერული ნამუშევრების გამოფენა.


პროფესორ ჯურხა ნადირაძის სახელობის საჩხერის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი

10:00 – 23:00-ღია კარის დღე მუზეუმში;

ხალხური თამაშობების ჩვენება მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის მოსწავლეთა მონაწილეობით;

პოეზიის საღამო (პაოლო იაშვილის მემორიალურ სახლში);

პროფესორ ჯურხა ნადირაძის 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილი აქტივობები მოსწავლეთა მონაწილეობით – “არქეოლოგიური თამაშები”, ვიქტორინა და ლაშქრობები საირხესა და მოდინახეზე;

მუნიციპალიტეტში მცხოვრები სხვადასხვა ეროვნების ქალების მიერ ტრადიციული სუფრის ჩვენება.

კოტე წერეთლის სახელობის მემორიალური მუზეუმი

15:00 – 23:00 – ღონისძიება – “აწმყო შობილი წარსულისაგან არის მშობელი მომავლისა” – ქორეთის საჯარო სკოლის მოსწავლეთა მონაწილეობით.

ხონის ისტორიული მუზეუმი

18:00 – ვიდეოკოლაჟის ჩვენება – ” ხონის მუზეუმი დასაბამიდან დღემდე”;

19:00 – საბრძოლო, ჭედური იარაღების გამოფენა;

20:00 – მუზეუმის ეზოს ეთნოგრაფიულ კუთხეში ახლადაგებული იმერული ოდა სახლისა და წისქვილის პრეზენტაცია;

21:00 – სასულე ორკესტრისა და ფოლკლორული ანსამბლ “იმერის” კონცერტი;

23:00 – პოეზიის საღამო კოცონთან და იმერული სუფრით გამასპინძლება.


გივი ჯაოშვილის სახელობის ზესტაფონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი

14:00 – ეროვნული სამოსის დღესთან დაკავშირებული მსვლელობა – აღლუმი;

15:00 – აქტივობა საჯარო სკოლების ჩართულობით “ჩვენ და ტრადიციები”;

17:00 – პოეტ მალხაზ მაჭავარიანის წიგნის “მზის სხივის” პრეზენტაცია;

19:00 – უშ. ჩხეიძისადმი მიძღვნილი წარმოდგენა;

21:00 – გალა-კონცერტი ადგილობრივი კოლექტივების მონაწილეობით.

გიორგი ახვლედიანის სახელობის წყალტუბოს მხარეთმცოდნეობის მუზეუმი

მუზეუმში დაცული უნიკალური წიგნების გამოფენა; ნიკო ლორთქიფანიძე – დიდი ნოველისტი – გამოფენა; მეთუნის უმარტივესი დაზგის აწყობა და თიხის ჭურჭლის დამზადების პროცესი; საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროექტით დაფინანსებული რესტავრირებული ხატების გამოფენა; მუზეუმის ფონდში დაცული უნიკალური ხელნაწერების გამოფენა; ხალხური საკრავები და მათი ისტორიები; უმარტივესი საქსოვი დაზგის აწყობა; წყალტუბოს საჭადრაკო წარსულიდან – ნოე თუთისანის გამოფენა და ჭადრაკის სეანსი; გამოფენა – “წყალტუბოელი კინორეჟისორები”; ოთარ იოსელიანის ფილმის “გიორგობისთვე” დოკუმენტური ნაწილის ჩვენება და შეხვედრა ფილმის წყალტუბოელ მონაწილეებთან; საქართველოს რუკის აწყობა ფაზლებით და სანთლებით განათება; კონცერტი სხვადასხვა მუსიკალური კოლექტივების მონაწილეობით.

ნაკაშიძეების ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზუემი მისამართი

10:00 – 01:00-ღია კარის დღე მუზეუმში; მუზეუმი უმასპინძლებს ბაღდათის გამოჩენილ საზოგადო მოღვაწეებს, კულტურისა და სპორტის ღვაწლმოსილ პირებს; მოხსენებები მუზეუმებსა და მათ როლზე საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

ფოტო: განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *