ცესკოს ინფორმაციით, არჩევნებისთვის ბიულეტენების ბეჭდვის პროცესი

მიმდინარეობს. 

ჯამში 370 300 ბიულეტენი დაიბეჭდება. აქედან 39 500 საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნებისთვის იბეჭდება, 19 750 – საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის, ხოლო 311 050 მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე არჩევნებისთვის.

ბიულეტენები მერების რიგგარეშე არჩევნებისთვის, ასევე დაიბეჭდება აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე.   

ბიულეტენები თბილისის 2 სტამბაში, შპს “ფორმასა” და შპს “თამარიონი2002”-ში იბეჭდება. ბეჭდვის პროცესს ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებიც აკვირდებიან.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *