20 მაისიდან მართვის მოწმობის თეორიულ გამოცდაზე რეგისტრაცია
მომსახურების სააგენტოს ვებ გვერდზე ან სწრაფი გადახდის აპარატის საშუალებით იქნება შესაძლებელი. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ელექტრონული რეგისტრაციის მსურველი პირები შეძლებენ sa.gov.ge-ზე შეავსონ ელექტრონული განაცხადი, აირჩიონ სასურველი დრო და ქალაქი და გადაიხადონ სერვისის საფასური.
მართვის მოწმობის თეორიულ გამოცდაზე ელექტრონულად დარეგისტრირების გარდა, გამოცდაზე რეგისტრაცია მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ სერვისცენტრშია შესაძლებელი.
ფოტო: ინტერნეტ სივრცე