12 მაისს, საქართველოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვდომილობის
დღესასწაულთან დაკავშირებით, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში კონცერტი გაიმართება. ღონისძიებაში მონაწილეობას ანსამბლი “ნადური” და ზესტაფონის სალოტბარო სკოლა მიიღებს.
თარიღის აღნიშვნას უერთდება ხარაგაულის მუნიციპალიტეტიც. 10 მაისს ხარაგაულის კულტურის ცენტრში სოლო კონცერტს გამართავს ანსამბლი “იალონი”.
კონცერტები გაიმართება ბაღდათში, სამტრედიასა და საჩხერეშიც. ბაღდათში კონცერტი 10 მაისს, სამტრედიაში 11 მაისს, ხოლო საჩხერეში 12 მაისს ჩატარდება. მაყურებლის წინაშე ბაღდათში ანსამბლი “ერთობა”, სამტრედიაში “ანჩისხატის გუნდი” და საჩხერეში ანსამბლი “სახიობა” გამოვა.
ეროვნული დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიებების მხარდამჭერია საქართველოს მთავრობა;
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო; საქართველოს საპატრიარქო; ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი და ადგილობრივი მუნიციპალიტეტები.
შეგახსენებთ, 12 მაისი საქართველოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღედ დადგინდა და ეროვნულ დღესასწაულად გამოცხადდა.