ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე
ტყიბულსა და წყალტუბოში ხმის დათვლა ელექტრონული დათვლის საპილოტე სისტემით განხორციელდება. პროექტი ტყიბულსა და წყალტუბოში ჯამში 8 საარჩევნო უბანს მოიცავს.
“ხმის ელექტრონული დათვლა კვლევისა და უშუალოდ პროცესის შეფასების მიზნით ხორციელდება. ამასთან, ხმის დათვლის პროცედურები ასევე საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელდება,”-აცხადებენ ცესკოში.
საპილოტე პროექტით საარჩევნო ადმინისტრაცია მიზნად ისახავს თანამედროვე და წარმატებული საარჩევნო ტექნოლოგიების საქართველოს საარჩევნო პროცესში ეტაპობრივად ინტეგრირების შესაძლებლობების განხილვას.
ხმის ელექტრონული დათვლის საპილოტე პროექტი, საარჩევნო ტექნოლოგიებზე ორიენტირებულ, კანადურ საერთაშორისო ორგანიზაცია „DELIAN“-თან თანამშრომლობით ხორციელდება.
სისტემას ცესკო მეორედ იყენებს.
ფოტო: ინტერნეტ სივრცე