ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 2012 წლიდან 2019 წლის
მარტის ჩათვლით 2,053,742 მგზავრს მოემსახურა. სტატისტიკა აეროპორტის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.
მოგზაურებს დაბალბიუჯეტიან მომსახურებას რეგიონში მხოლოდ ქუთაისის აეროპორტი სთავაზობს.
ადგილმდებარეობით საკვანძო მნიშვნელობის აეროპორტი 300 კმ. რადიუსით უკავშირდება თურქეთს, სომხეთს, აზერბაიჯანსა და რუსეთს.
აეროპორტთა საერთაშორისო საბჭოს მონაცემებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ევროპაში მგზავრთნაკადის ზრდით ლიდერთა შორისაა. საუბარია იმ აეროპორტებზე, რომლებიც წელიწადში 5 მილიონამდე მგზავრს ემსახურებიან.
ამჟამად მიმდინარეობს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ტერმინალის მშენებლობა. დასრულების შემდეგ აეროპორტს ექნება 7 გასასვლელი, საათში კი 1000 – 1200 მგზავრის შეუფერხებლად გატარებას შეძლებს.
ფოტო: ინტერნეტ სივრცე