ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 2019 წლის აპრილში 67 530 მგზავრს მოემსახურა.
აეროპორტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მაჩვენებელი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 67 %-ით მეტია.
“ზრდა ფიქსირდება შესრულებული რეისების კუთხითაც. 2019 წლის აპრილში დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში 219 რეისი შესრულდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდზე 40 %-ით მეტია,”-წერია აეროპორტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ხელახლა აშენდა 2012 წელს და არის რეგიონში ერთადერთი საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების მომსახურებას.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს საკვანძო მნიშვნელობა აქვს. 300 კმ. რადიუსით უკავშირდება თურქეთს, სომხეთს, აზერბაიჯანსა და რუსეთს.
აეროპორტი აღჭურვილია უმაღლესი ხარისხის სანავიგაციო და მეტეოროლოგიური სისტემებით, გააჩნია 2,500 მეტრი სიგრძის ასაფრენ-დასაფრენი ზოლი.
ფოტო: ინტერნეტ სივრცე