ბელორუსის დრამატურგიის თეატრი ქუთაისში სამი სპექტაკლით ჩამოვიდა.
ქუთაისელ მაყურებლებს “პელიკანები”-ს, “და თუ ხვალ არ იქნება”-სა და “ეს ყველაფერი მისი ბრალია”-ს ხილვის საშუალება ჰქონდათ.
“დაიწყო მესხიშვილის თეატრთან დამეგობრებული თეატრების სტუმრობა ჩვენს ქალაქში და პირველები ბელორუსის დრამატურგიის თეატრი ჩამოვიდა. ასევე ველოდებით კაუნასის, ერევანის და სხვა თეატრებს. ეს ვიზიტი ერთმანეთთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში განხორციელდა, რასაც საპასუხო ვიზიტი მოჰყვება. ამ ყველაფრის დაგეგმვა ძალიან რთული იყო, თუმცა, მას ძალიან კარგი შედეგი ექნება,”-განაცხადა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, კოტე აბაშიძემ.
“პელიკანი” შვედი დრამატურგის ავგუსტ სტრინდბერგის კამერული პიესების ერთ-ერთი უძველესი შედევრია.
“და თუ ხვალ არ იქნება” 16 წლის ანტონის ისტორიას გვიყვება, რომელიც აპათიამ მოიცვა.
“ეს ყველაფერი მისი ბრალია” რეალური სამყაროს ვირტუალურით ჩანაცვლებაზე გვიამბობს.